ესპანეთში, ქიმიურ ქარხანაში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ესპანეთის ქალაქ ტარაგონაში მდებარე ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა, დაღუპულია სულ მცირე ერთი და დაშავებულია რვა ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაშავებულთა მდგომარეობა მძიმეა.

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, აფეთქება, რომელიც ბარსელონადან 115 კილომენტრში მოხდა, იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი ხმა 50 კილომეტრის რადიუსში გაისმა და სახლების კედლებიც კი შეარყია. მათ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელეს, სადაც ცეცხლის ალი და კვამლის დიდი სვეტი ჩანს.

ტარაგონაში, რომელიც კატალონიის რეგიონში მდებარეობს, 2015 წლიდან 1,200 ჰექტარი ქიმიური ჰაბი - ChemMed-ი ფუნქციონირებს, რომელიც სიდიდით ყველაზე დიდი ასეთი სახის ჰაბია სამხრეთ ევროპაში.

გიორგი ანთაძე - საქართველომ რეგიონში არსებული სამხედრო დისბალანსის გათვალისწინებით, თავისი თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე -  გაბრაზებული ამომრჩევლები ხმას მცირე პარტიებს მისცემენ, პარლამენტის გასაღები სწორედ მცირე პარტიების და  ახალი სახეების ხელშია
„ნიუ ჰაუსი“ მომხმარებელს 27-თვიან შიდა უპროცენტო განვადებას სთავაზობს - იცხოვრე კომფორტულ გარემოში