აშშ-ში, თვითმფრინავიდან საწვავი სკოლის სათამაშო მოედანზე დაიღვარა, დაშავებულია 17 ბავშვი

სამგზავრო თვითმფრინავიდან, რომელიც ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში ავარიულ დაჯდომას ახორციელებდა, გადმოღვრილი საწვავი ერთ-ერთი დაწყებითი სკოლის სპორტულ მოედანზე დაიღვარა, რის შედეგადაც 17 ბავშვი მსუბუქად დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქალაქ კადაჰის დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს ძირითადად კანის დაზიანებები და სუნთქვის პრობლემები აღენიშნებათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ძრავში წარმოქმნილი პრობლემის გამო „დელტა ეარლაინის“ თვითმფრინავი ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში ავარიულ დაჯდომის განსახორციელებლად ბრუნდებოდა და წონის შემსუბუქების გამო თვითმფრინავიდან ნავთობი გადმოღვარეს.

„ბიბისი“ წერს, რომ ავიაციის წესების თანახმად, საწვავის გადმოღვრა განსაზღვრულ ტერიტორიაზე და მაღალ სიმაღლეზე უნდა განხორციელდეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა