ერაყის შიიტთა ლიდერი მოსახლეობას ამერიკული ჯარების ქვეყანაში ყოფნის წინააღმდეგ „მილიონიანი მარშის“ გამართვისკენ მოუწოდებს

ერაყის შიიტთა ლიდერი, მუქთადა ალ-სადრი აცხადებს, რომ ქვეყანაში ამერიკული ჯარების ყოფნის წინააღმდეგ, „მილიონიანი მარში“ უნდა გაიმართოს.

„ერაყის ცა, მიწა და სუვერენიტეტი ყოველ დღე ირღვევა საოკუპაციო ძალების მიერ“, - განაცხადა სადრმა, რომელიც ერთ-ერთ პოლიტიკურ ბლოკსაც ხელმძღვანელობს.

ცნობისთვის, 5 იანვარს ერაყის პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო და მთავრობას მოუწოდა გააძევოს უცხო ქვეყნების ჯარები ერაყიდან. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკული ბაზების ასაშენებლად ქვეყანაში „მილიარდობით დოლარი“ დაიხარჯა და თუ ბაღდადს სურს ამერიკამ ქვეყანა დატოვოს, „უნდა გადაუხადოს“.

ერაყის ხელისუფლებამ ქვეყნიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის შესახებ მოთხოვნა პენტაგონის მიერ ბაღდადის აეროპორტში განხორციელებული ოპერაციის შემდეგ გამოთქვა. შეგახსენებთ, 3 იანვარს, აეროპორტზე თავდასხმის შედეგად ერაყელი და ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნები დაიღუპნენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპულ სერვისებზე წვდომას ამარტივებს