ადვოკატი - თუ დეკანოზი გიორგი მამალაძე უახლოეს პერიოდში არ დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას, მისი სიცოცხლე ფატალური შედეგით დასრულდება

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, თუკი, სასულიერო პირი უახლოესი პერიოდის განმავლობაში პენიტენციურ დაწესებულებას არ დატოვებს, მისი სიცოცხლე ფატალური შედეგით დასრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გიორგი ფანცულაიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა. მან დეკანოზი მამალაძე პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ მოინახულა.

„გუშინ მოვინახულე დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არ შეიწყალა. მინდა გითხრათ, რომ მისი მდგომარეობა სავალალოა. ის პრაქტიკულად სასიკვდილოდაა განწირული, რაც გამოიხატება ერთი მხრივ, მისი უკიდურესად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობით და მეორე მხრივ, რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობით. თუ ის უახლოეს პერიოდში არ დატოვებს საპატიმროს და მკურნალობისა და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საშუალება არ მიეცემა, არსებობს რეალური საფრთხე ეს მდგომარეობა ფატალური შედეგით დასრულდეს.

იმედს ვიტოვებ საზოგადოება, სახელმწიფო და სასულიერო პირები მას სასიკვდილოდ არ გაიმეტებენ!“ - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა