საქართველოს ელჩმა ესტონეთში, ქვეყნის პრემიერთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში, არჩილ ყარაულაშვილმა ესტონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, იური რატასთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტორდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა საქართველო-ესტონეთის მეგობრული ურთიერთობები და ინტენსიური თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ხაზი გაესვა ეკონომიკური კუთხით არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების აუცილებლობას. დაფიქსირდა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების შემდგომი გააქტიურების სურვილი.

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. იური რატასმა გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და აღნიშნა, რომ ესტონეთი იყენებს ყველა შესაძლო საერთაშორისო პლატფორმას საქართველოს მხარდასაჭერად.

„მხარეებმა განიხილეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. იური რატასმა დაადასტურა, რომ ესტონეთი გააგრძელებს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური პროცესების მხარდაჭერას.

არჩილ ყარაულაშვილმა მადლობა გადაუხადა იური რატასს საქართველოსადმი ესტონეთის მტკიცე თანადგომისა და შეუქცევადი მხარდაჭერისთვის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს