დონალდ ტრამპი - ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ „ჩვენ უნდა შევცვალოთ ირანის ხელშეკრულება ტრამპის ხელშეკრულებით“, მე თანახმა ვარ!

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინფორმაციით, ის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონის განცხადებას, რომ ირანის ბირთვული ხელშეკრულება „ტრამპის ხელშეკრულებით“ უნდა შეიცვალოს, ეთანხმება.

„გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ „ჩვენ უნდა შევცვალოთ ირანის ხელშეკრულება ტრამპის ხელშეკრულებით. ვეთანხმები!“-განაცხადა ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, აშშ-მა ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი 2018 წელს დატოვა. დონალდ ტრამპი, ბარაკ ობამას და თავად ხელშეკრულებას ხშირად აკრიტიკებდა, რომ ის ძალიან მსუბუქი იყო ირანის რეჟიმთან მიმართებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა