რუსეთი სპარსეთის ყურის ქვეყნებს კოლექტიური უსაფრთხოების მექანიზმის შემუშავებისკენ მოუწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, მოსკოვი სპარსეთის ყურის ქვეყნებს მოუწოდებს, რეგიონისთვის ერთობლივი უსაფრთხოების მექანიზმი შეიმუშაონ.

„ჩვენ შევთავაზეთ სპარსეთის ყურის ქვეყნებს იფიქრონ კოლექტიური უსაფრთხოების მექანიზმებზე. დაიწყონ ნდობის მშენებლობის მექანიზმებით და გამართონ ერთობლივი სამხედრო წვრთნები“, - განაცხადა ლავროვმა ნიუ დელიში გამართულ კონფერენციაზე.

მისივე თქმით, რუსეთი შეშფოთებულია რეგიონში არსებული ვითარებით.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს