მამუკა ხაზარაძე Human rights watch-ის ანგარიშზე - ეს დასკვნა იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობა და სამართალი არ არსებობს

ეს დასკვნა და არა მხოლოდ ეს დასკვნა ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობა და სამართალი არ არსებობს, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ Human rights watch-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში პროკურატურა მითვისებულია ერთი ადამიანის მიერ.

„ამ ხელისუფლებამ, ბიძინა ივანიშვილმა წინა ხელისუფლებისგან გადმოიბარა და გადმოიფორმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროინდელი პროკურორები, მოსამართლეები და არა მარტო გადმოიბარა, არამედ მთელი სიცოცხლის მანძილზე გააფორმა ისინი მუდმივად სასამართლოში. შესაბამისად, როდესაც მე ვლაპარაკობ ამ ორ ძალაზე, აქ ლაპარაკია იმ სიმახინჯეზე, რომლის დროსაც ერთი სიმახინჯე გადმოებარა მემკვიდრეობით მეორე სიმახინჯეს და ამას ჩვენ დავშლით, გავუკეთებთ სრულ დემონტაჟს და ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოში დავამყარებთ სამართლიან სასამართლოსა და პროკურატურას“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა ყოველწლიური, 30-ე, ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში მედიის თავისუფლებას ეხება.

„ხელისუფლებამ ბრალდებები წაუყენა კიდე ერთი დამოუკიდებელი და კრიტიკული მაუწყებლის, „ტვ პირველის“ დამფუძნებლის მამას, ავთანდილ წერეთელს. პროკურატურა გამოთქვამს ვარაუდს, რომ წერეთელი „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს 2008 წელს „უკანონო შემოსავლის“ სახით მიღებული 17 მილიონი აშშ დოლარის ლეგალიზებაში დაეხმარა. სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებმა ეს ნაბიჯი გააკრიტიკეს და დამოუკიდებელ და კრიტიკულ მაუწყებელზე ზეწოლის კიდევ ერთ მცდელობად შეაფასეს,“ - აღნიშნულია ანგარიშში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს