დავით ნარმანია ბუნებრივი აირის ახალი აბონენტების მიერთების საფასურის გაორმაგების მიზეზს განმარტავს

სემეკი-ს თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, 2020 წლის იანვრიდან ახალი აბონენტები, რომლებიც გაზის აბონენტად რეგისტრაციისთვის განაცხადით მიმართავენ თბილისში „თბილისი ენერჯის“ და რეგიონებში „სოკარს“, გაორმაგებულ საფასურს გადაიხდიან. როგორც ნარმანია „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, აღნიშნული ცვლილება ტარიფის ზრდის თავიდან აცილების მიზნითაა მიღებული.

„იანვრიდან შეიცვალა ბუნებრივი აირის ახალი აბონენტების მიერთების საფასური და 400 ლარის ნაცვლად 800 ლარი გახდა. ეს ეხება მხოლოდ თვითმმართველ ქალაქებს, როგორიცაა თბილისი, ქუთაისი, ფოთი , რუსთავი და ბათუმი. ეს გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე მივიღეთ, რომ რეალურად კომპანიებს ახალი აბონენტების დაერთება 400 ლარზე მეტი უჯდებოდათ და შესაბამისად, სხვაობა უნდა დაფარულიყო ტარიფიდან. მოქმედ აბონენტებს, რომ არ გაზრდოდათ ტვირთი, ამიტომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, - აცხადებს ნარმანია.

რაც შეეხება კითხვას, უნდა ველოდოთ თუ არა ახალ რეგულაციებს ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებით, სემეკის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ბუნებრივი აირის მოხმარება-მიწოდების წესებთან დაკავშირებით არსებითი ცვლილება ამ ეტაპზე დაგეგმილი არაა.

„ზოგადად 2020 წელი ენერგეტიკული სექტორისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებებით ხასიათდება. მიღებულია ახალი კანონი ელექტროენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, რომელზე დაყრდნობითაც სემეკმა 20-მდე ახალი რეგულაცია უნდა მიიღოს. ამის შესახებ ეტაპობრივად გახდება ცნობილი,“-აღნიშნა ნარმანიამ

ემილ ავდალიანი - ირანი და ჩინეთი 400 მილიარდი დოლარის შეთანხმებას ამზადებენ, თუ ეს მოხდა პერსპექტივაში ჩინური გავლენა ირანსა და ახლო აღმოსავლეთზე ხელშესახები გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2020
ამირან სალუქვაძე - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება, ვინ გადალახავს ამ საცოდავ 1%-ს
მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებისთვის
Samsung Galaxy S20 FE (Fan Edition) წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო
პანდემიის დროს გააქტიურებული ქართული სტარტაპი - 0% საკომისიო და უფასო მიტანა 100 დღის განმავლობაში
„კარფურის გათამაშება გრძელდება“ - წინ კიდევ უსასრულო სიურპრიზებით სავსე 2 კვირა გელოდებათ
"ლიბერთის" ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის