კახა კალაძე - ყველა აღფრთოვანებულია, ეს წელი მართლაც განსაკუთრებული იყო ჩვენი ქალაქისთვის, საახალწლო ილუმუნაციები, საახალწლო სოფელი, მართლაც შთამბეჭდავი იყო

2020 წელი ჩვენი ქალაქისთვის განსაკუთრებული იქნება, ძალიან ბევრი წარმატება გვაქვს წინ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

დედაქალაქის მერმა, საახალწლო ღონისძიებების მუშაობაში ჩართულ პერსონალს მადლობა გადაუხადა. როგორც მან აღნიშნა, ამ წელს, დედაქალაქი განსაკუთრებულად ლამაზი იყო და მოსახლეობას საახალწლო განწყობა მაქსიმალურად შეექმნა.

კალაძის თქმის, მას სურს, რომ მოსახლეობას ეს განწყობა „არა მხოლოდ განვლილ დღეებში, არამედ მთელი წლის განმავლობაში შემორჩეს“.

„2020 წელი მართლაც იქნება განსაკუთრებული. მე მჯერა და დარწმუნებულ ვარ, იქნება წარმატებების წელი, ძალიან ბევრი წარმატებები გვაქვს წინ და განსაკუთრებული იქნება ჩვენი ქალაქისთვის, მაგრამ ვიდრე მომავალზე გადავიდოდე, მინდა შევეხო საახალწლო ღონისძიებებს. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც პირველივე დღიდან ჩართული იყო საახალწლო ღონისძიებების მომზადებაში და იმაში, რომ შეექმნა საახალწლო განწყობა დედაქალაქის მოსახლებისთვის. ასევე, როგორც სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული ადამიანებისთვის, ისე ტურისტებისთვის. ყველა აღფრთოვანებულია, ეს წელი მართლაც ძალიან განსაკუთრებული იყო ჩვენი ქალაქისთვის. საახალწლო ილუმუნაციები, ჩვენი საახალწლო სოფელი, მართლაც შთამბეჭდავი იყო და ძალიან ლამაზად იყო ყველაფერი ორგანიზებული. ორბელიანის მოედანი, პირველი რესპუბლიკის მოედანი, მთლიანად ქალაქი იყო ძალიან ლამაზად მორთული. ყველა ადამიანს, თითოეულ ჩვენ თანამშრომელს მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს საესტრადო ვარსკვლავებს, მადლობა მსახიობებს, ყველა იმ დამიანს, ვინც სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობდა. არ შემიძლი არ გამოვყო შინაგან საქმეთა სამინისტრო, საპარტულო პოლიციის ჩართულობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და ასევე ბიზნესი. ბიზნესის ხელშეწყობით და ურთიერთანამშრომლობით, ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელეთ ახალ წელს. ბიზნესი მაქსიმალურად ჩართული იყო და გვერდში გვედგა. ამ თანამშრომლობით და ერთობლივი ძალისხმევით მოვახერხეთ ის, რომ მართლაც განსაკუთრებული იყო ჩვენი საახალწლო დღეები და მინდა, რომ ეს განწყობა არა მხოლოდ განვლილ დღეებში შემოგვრჩეს, არამედ მთელი წლის განმავლობაში გაგვყვეს და დადებითი ემოციები, დადებითი მუხტი გამოვიყენოთ იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში, რომლებიც 2020 წელს უნდა განვახორციელოთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა