საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი მთავარ გამოწვევებს შორის შეზღუდულ რესურსებს, მონაცემების არასწორ ინტერპრეტაციას და პოლიტიკურ მანიპულირებას ასახელებს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე საქსტატის 2019 წლის მთავარ გამოწვევებს შორის შეზღუდულ რესურსებს, მონაცემების არასწორ ინტერპრეტაციას და პოლიტიკურ მანიპულირებას ასახელებს. ამის შესახებ თოდრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც მედიის წარმომადგენლებს საქსტატის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

„მთავარ გამოწვევებს შორის აღსანიშნავია შეზღუდული ფინანსური, შრომითი და სხვა სახის რესურსები. ასევე გამოწვევად რჩება მონაცემთა არასწორი ინტერპრეტაცია. ჩვენი მონაცემები ხშირად გახლავთ პოლიტიკური მანიპულირების იარაღი და ჩვენს მიერ გამოყენებული მეთოდოლოგია ხშირად არის სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მხრიდან კრიტიკის ობიექტი“, - აღნიშნა თოდრაძემ.

მისივე თქმით, ამ ორი გამოწვევის საპასუხოდ საქსტატი დონორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან მეტ თანამშრომლობას და მონაცემთა არასწორი ინტერპრეტაციის ნაწილში, მეტ გამჭვირვალე კომუნიკაციას გეგმავს მომხმარებლებთან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა