სემეკი წყალმომარაგების სექტორში ქსელზე მიერთების საფასურს ამცირებს

წყალმომარაგების ქსელზე მიერთების საფასური მცირდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სემეკი-დან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) განიხილავს პაკეტს, რომელიც მუნიციპალიტეტებში ქსელზე მიერთების საფასურის 100 ლარით შემცირებას გულისხმობს. რაც შეეხება თვითმმართველ ქალაქებს, მიუხედავად სამუშაოების სირთულისა, სემეკი მიერთების საფასურს უცვლელად შეინარჩუნებს.

პროექტის შესაბამისად, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორების მსგავსად, წყალმომარაგების სექტორშიც ქსელზე მიერთების დიფერენცირებული საფასურები დაწესდება. აღნიშნული განპირობებულია თვითმმართველ ქალაქებში ქსელზე მიერთების სამუშაოების სირთულის სპეციფიკით (ასფალტის საფარის აღება, სხვადასხვა ნებართვების საჭიროება და ა.შ.).

„საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ქსელზე მიერთების ხელმისაწვდომობა რომ გაზრდილიყო, შევიმუშავეთ პაკეტი, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტებში მიერთების საფასური 400 ლარი გახდება. ამასთანავე, კომპანია ვალდებული იქნება, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, მიერთების საფასური 2 წელზე გადაუნაწილოს. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ მიერთების საფასურის შემცირებაა დაგეგმილი იმ მსხვილი მომხმარებლებისთვისაც, რომლებიც საჭიროებენ დიდი დიამეტრის მილსადენებს. 100 და 150-მილიმეტრიან წყალარინების მილსადენებზე მიერთების აქამდე მოქმედ საფასურებს შორის დიდი სხვაობა იყო, რაც რიგ შემთხვევებში სადავო ხდებოდა. შესაბამისად, ეს სხვაობა დაბალანსდა წყალარინების დიდი დიამეტრის მილსადენების მიერთების საფასურის შემცირებით. მაგალითისთვის, 150 მმ წყალარინების მილის მიერთება თვითმმართველი ქალაქებისთვის 39%-ით მცირდება, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებისთვის - 57%-ით“, - განაცხადა სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა