ირაკლი პეტრიაშვილი Human Rights Watch-ის ანგარიშზე - თუ ადამიანი მუშაობს შესვენების, შვებულების გარეშე, მისი ყურადღება შეზღუდულია და ბევრი შეცდომა მოუვა

გამოსავალი პოლიტიკოსების განათლებასა და საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების არა ფასადურად, არამედ რეალურად გათავისებასა და ქართულ კანონმდებლობაში ასახვაშია, - ამის შესახებ პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში შრომითი უფლებების ხარვეზების შესახებ Human Rights Watch-ის 2020 წლის ანგარიშის შეფასებისას განუცხადა.

ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, საჭიროა მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა, რადგან ქვეყანაში რაც არ უნდა ბევრი შრომის ინსპექტორი გვყავდეს, ისინი ვერ გაუმკლავდებიან თუ მოსახლეობა არ გაუწევს მონიტორინგს და არ ექნება პროტესტი, შრომის უსაფრთხოების აშკარა და ღია დარღვევებთან დაკავშირებით.

ყველაზე მთავარია ის ხარვეზები გამოსწორდეს, რაც შეუსაბამოა ქართულ კანონმდებლობასთან. ქართული კანონმდებლობა შეუსაბამოა საერთაშორისო სტანდარტებთან, არაერთხელ გვითქვამს იმის შესახებ, რომ უსაფრთხოება და შრომის უფლებები განუყოფელი ნაწილია. იმიტომ რომ თუ ადამიანი მუშაობს შაბათ-კვირის, შესვენების, შვებულების გარეშე, მისი ყურადღება, მისი მობილობა გარკვეულწილად შეზღუდულია და ბუნებრივია ბევრი შეცდომა მოუვა. რაც არ უნდა ბევრი შრომის ინსპექტორი გვყავდეს ქვეყანაში, თუ ჩვენ არ გავუწიეთ მონიტორინგი და არ გვექნება პროტესტი შრომის უსაფრთხოების აშკარა და ღია დარღვევებთან დაკავშირებით, რაც მშენებლობებზე შეინიშნება, ამას ვერ გაუმკლავდებიან იმდენად ნულს ქვემოთ არის სტანდარტები დასული. ამ ყველაფრის გამოსწორება, სიტუაციას გამოასწორებს, არ იქნება სამოთხე, მაგრამ არ იქნება ის უბედურება, რომ 21-ე საუკუნეში ელემენტარული ნორმებისა და სტანდარტების არარსებობის გამო 38 ადამიანი იღუპებოდეს“, - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ადამიანის უფლებების 2020 წლის ანგარიშშის თანახმად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა არასაკმარისად არეგულირებს სამუშაო საათებს, დასვენების დროს, კვირის განმავლობაში დასვენებას, ღამის სამუშაოს და მთავრობას არ აძლევს შრომის ყველა პირობის გაკონტროლების საშუალებას.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ სუსტი რეგულაციები და აქედან გამომდინარე შრომის პრაქტიკა, რომელიც ხშირად პრიორიტეტს წარმოების მიზანს ანიჭებს, ძირს უთხრის დასაქმებულების უსაფრთხოებას.

Human Rights Watch-ი წერს, რომ შრომის კანონთან დაკავშირებული ზოგიერთი ხარვეზის აღმოსაფხვრელად და შრომის ინსპექტირების გასაძლიერებლად ხელისუფლებამ საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში ამ ცვილელებზე დებატები, ჯერჯერობით, არ გამართულა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა