ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში საქართველოში გაერო-ს მუდმივ წარმომადგენელს საბინე მახლს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, მარიამ ჯაშმა გაერო-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს გააცნო ახლად შექმნილი ფრაქციის შემადგენლობა და ის საკანონმდებლო პრიორიტეტები, რომელზეც „დამოუკიდებელი დეპუტატები“ იმუშავებენ 2020 წლის საგაზაფხულო სესიაზე.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.