16 იანვრიდან მკითხველი რამაზ გიგაურის "წარმატების 365 გასაღების" მეხუთე ნაწილს მიიღებს

"წარმატებას მუდამ გაბედული ადამიანები აღწევდნენ - ეს წესი არც ახლა შეცვლილა და არც მომავალში შეიცვლება", 16 იანვრიდან, ჟურნალ "გზასთან" ერთად, მკითხველი რამაზ გიგაურის "წარმატების 365 გასაღების" მეხუთე ნაწილის შეძენას შეძლებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „პალიტრა L”-დან აცნობეს.

„წიგნი, რომელიც არაერთხელ გამოიცა თავიდან და არაერთი მკითხველისთვის გახდა მოტივაცია, ამჯერად, სამუშაო სახით გამოდის.

ეს არის ერთგვარი პრაქტიკული თანამგზავრი წარმატების მისაღწევად, რომელსაც თვითგანვითარების ჟანრში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტორი რამაზ გიგაური გვთავაზობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

წიგნის სპეციალური ფასი 5,50 ლარია, ჟურნალთან ერთად კი 7 ლარი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს