ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 172.3 მლნ დოლარი შეადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 172.3 მლნ აშშ დოლარი (500.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 14.2%-ით (21.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის დეკემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

„უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95 % იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ დეკემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 94.8% მოდიოდა,”-აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, 2019 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 25.5 მლნ აშშ დოლარი (74.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2018 წლის დეკემბერის (21.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 17.7%-ით მეტია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა