სერგი კაპანაძე - ნებისმიერი დღე, როცა ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობა არის უქმად, არ მოაქვს შემოსავალი და არ ასრულებს ფუნქციას, ეს ჩვენი მოქალაქეების ჯიბიდან ამოღებული ფულია

ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების უპატივცემულობა, რადგან ივანიშვილს უნდა, რომ თვითონ იყოს ერთადერთი ინსტიტუცია, რომელსაც ყველა პატივს სცემს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის საკითხზე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ქუთაისმა დაკარგა პოლიტიკური ფუნქცია, ყოფილი პარლამენტის შენობა უფუნქციოდ დარჩა, რაც „სახელმწიფო ქონების უყაირათოდ, არამიზნობრივად გამოყენებაა“.

„ივანიშვილმა გააგრძელა წინა ხელისუფლების მიერ გადადგმული წარმატებული ნაბიჯების გაუქმების პოლიტიკა და მაგის გამო შეცვალა ქუთაისის საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი, ახლა ის შენობა დარჩა აბსოლუტურად მიუხედავი. პრაქტიკულად, გარდა იმისა, რომ ქუთაისმა დაკარგა პოლიტიკური ფუნქცია, რომელიც მას უნდა შეეძინა, გამოვიდა, რომ ეს შენობა არის უფუნქციო, რაც ამ ხელისუფლების პირობებში გასაკვირი არაა, რადგან ბევრი ასეთი არასწორი არასახელმწიფოებრივი ნაბიჯი იქნა გადადგმული. საპრეზიდენტო რეზიდენცია თბილისში არის ამის მეორე მაგალითი. ეს არის როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების უპატივცემულობა, რადგან ივანიშვილს უნდა, რომ თვითონ იყოს ერთადერთი ინსტიტუცია, რომელსაც ყველა პატივს სცემს, ასევე არის სახელმწიფო ქონების უყაირათოდ, არამიზნობრივად გამოყენება. ნებისმიერი დღე, როცა ის შენობა არის უქმად, არ მოაქვს შემოსავალი, როცა ეს შენობა არ ასრულებს ფუნქციას, ეს არის ჩვენი მოქალაქეების ჯიბიდან ამოღებული ფული“,- განაცხადა კაპანაძემ.

ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბი, შესაძლოა, აღარ განთავსდეს.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, პარლამენტის ყოფილი შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს აღარ გადაეცემა და ის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა, რაც სააგენტოს უწყებაში დაუდასტურეს.

„ინვენტარიზაცია დასრულდა და უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული გადაწყვეტილება, პარლამენტის ყოფილი შენობის ფუნქციური დატვირთვის შესახებ,“ - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.

როგორც ცნობილია, გასული წლის იანვრიდან საქართველოს პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში დაბრუნდა. როგორც დაანონსებული იყო, ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობა შსს-ს უნდა გადასცემოდა, სადაც ძალოვანი უწყება დასავლეთ საქართველოს რეგიონული საპოლიციო ჰაბის განთავსებას გეგმავდა.

ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის მშენებლობა 340 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა, ამ დროისთვის კი შენობა დაკონსერვებულია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა