ქართული უნივერსიტეტი 2019 - 2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობას აცხადებს

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი 2019 - 2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობას აცხადებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უნივერსიტეტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარე წლის 7-13 თებერვალის პერიოდშია შესაძლებელი.

„მობილობით გადმოსულ ყველა სტუდენტს, უნივერსიტეტის რეგულაციებით დადგენილი პირობების გათვალისწინებით დაუფინანსდება სწავლის წლიური საფასურის 20%. შესაბამისად, სწავლის წლიური გადასახადი სტუდენტებს ყველა პროგრამაზე, გარდა სამართლისა და საჯარო მმართველობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებისა განესაზღვრებათ 1800 ლარის ოდენობით, სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე - 1960 ლარის, ხოლო საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე - 1880 ლარის ოდენობით;

50% სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტი მიიღებს 20% საუნივერსიტეტო თანადაფინანსებას და სწავლის წლიური გადასახადი მათ ყველა პროგრამაზე, გარდა სამართლისა და საჯარო მმართველობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებისა, განესაზღვრებათ 675 ლარის ოდენობით, სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე 735 ლარის, ხოლო საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე - 705 ლარის ოდენობით;

70% სახელწიფო გრანტის მქონე სტუდენტი მიიღებს საუნივერსიტეტო თანადაფინანსებას დარჩენილი 30%-ის ოდენობით და სწავლის წლიური გადასახადი მათ ყველა პროგრამაზე დაუფინანსდებათ სრულად;

100% სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტს მიეცემა სტიპენდია 125 ლარის ოდენობით“, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე: http://bit.ly/2JUKQcf

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა