სასამართლომ „ანას ბაღში” დაპირისპირების შედეგად დაკავებული ერთი პირი 900 ლარით დააჯარიმა, სამი - 700-700 ლარით

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ანას ბაღში” 10 იანვარს მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაკავებული ერთი პირი 900 ლარით დააჯარიმა, სამი კი 700-700 ლარით.

სასამართლომ 900 ლარით გიორგი ფხალაძე დააჯარიმა, ხოლო 700-700 ლარით - გიორგი გიგაშვილი, იოსებ ყაჯრიშვილი და გიორგი ჯიბლაძე.

როგორც სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გიორგი ფხალაძემ განაცხადა, აღნიშნულ განაჩენს არ ეთანხმება და თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ბიძინა ივანიშვილის სასამართლომ დამსაჯა იმისთვის, რომ ხმა ამოვიღე და რაღაც გავაპროტესტე. შესაძლებელია ეს ადეკვატური სასჯელი იყო მათთვის, მაგრამ ჩემს მიმართ პოლიცია ითხოვდა მაქსიმალურ სასჯელს - 15 დღიან პატიმრობას და მიუხედავად იმისა, რომ ის ადამიანები ფიზიკურად გამისწორდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს, უფრო მცირე სანქცია მიიღეს ვიდრე მე,” - განაცხადა გიორგი ფხალაძემ.

აღნიშნული პირები 10 იანვარს, 166-ე, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა