ზვიად კორძაძის ინფორმაციით, მათ ომბუდსმენის სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ჩაბარდათ, რომელშიც ნათქვამია, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში „ფულის გათეთრება“ არ იკვეთება

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის ინფორმაციით, მათ სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ჩაბარდათ, რომელშიც ნათქვამია, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში „ფულის გათეთრება“ არ იკვეთება.

როგორც კორძაძემ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სახალხო დამცველი ამ საქმეს რამდენიმე თვეა სწავლობდა.

„ჩვენ ჩაგვბარდა სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, რომელმაც თავიდან ბოლომდე შეისწავლა აღნიშნული საქმე და დასკვნა ასეთია: ზემოაღნიშნული არგუმენტაციით ნათლად ჩანს, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული ბრალდების დასაბუთება არ შეესაბამება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის კონვენციურ აგებულებებს, შინაარსს და სპეციალურ მიზანს.

რამდენიმე თვეა, სახალხო დამცველი სწავლობს ამ საქმეს და მისი დასკვნაც ის არის, რომ არავითარი „ფულის გათეთრება“ ამ საქმეში არ არის", - განაცხადა ადვოკატმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს