სერგი კაპანაძე - პრაქტიკულად, არჩევნებში მოსყიდვა ლეგალური ხდება, გასაგებია, რომ ივანიშვილს ბევრი ფული აქვს და სურს გამოიყენოს მოსასყიდად, მაგრამ ასეთი ცვლილება არ გაუვა

პრაქტიკულად, არჩევნებში მოსყიდვა ლეგალური ხდება. გასაგებია, რომ ივანიშვილს ბევრი ფული აქვს და სურს გამოიყენოს მოსასყიდად, მაგრამ ასეთი ცვლილება მას არ გაუვა,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ "ინტერპრესნიუსს" „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ხვდება, რომ მას არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს და სწორედ ამიტომ შემოაქვს ცვლილებები.

„ეს ცვლილებები როგორც ჩანს არის უსუსური მცდელობა, რომ ივანიშვილმა გაყალბების ახალი ინსტრუმენტები ჩადოს კანონში. ცვლილებები გულისხმობს იმას, რომ მოხდეს პირდაპირ ოქმის გადაგზავნა არა ცესკოში როგორც აქამდე ხდებოდა, არამედ ჯერ საოლქოში და შემდეგ ცესკოში, რაც გზას უგრძელებს ამ ოქმს და ზრდის შანსებს, რომ რაღაც მანიპულაცია შეიძლება მოხდეს. ასევე, არასწორია მედიაორგანიზაციების დამკვირვებლად არდაშვება, რადგან მათი იქ ყოფნა გამჭვირვალობის მომტანი იყო აქამდე და მესამე ინიციატივა ამ კანონში არის ის, რომ მოსყიდვის დეფინიცია გავრცელდეს არჩევნების გამოცხადებიდან კენჭისყრის დღემდე, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე დღიდანვე შეეძლება მოსყიდვა მეორე ტურის შემთხვევაში, პრაქტიკულად ლეგალური ხდება არჩევნებში მოსყიდვა. გასაგებია, რომ ივანიშვილს ბევრი ფული აქვს და სურს გამოიყენოს მოსასყიდად, მაგრამ ასეთი ცვლილება მას არ გაუვა. ამას საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა შეხვდება საზოგადოებაში და საერთაშორისო პარტნიორებში. ტყუილად გონია, რომ ასეთი ნაბიჯებით შეძლებს ხელისუფლების გადარჩენას. მან გაანალიზა, რომ არანაირი მხარდაჭერის რესურსი არ დარჩა, ამის გამო თქვა პროპორციულ სისტემაზე უარი და ახლა ხვდება, რომ თუნდაც, დღევანდელი საარჩევნო სისტემა დარჩეს, ვერ მიიღებს ისეთ მხარდაჭერას, რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება, ამიტომ ცვლის კოდექსს. ჩვენ ამას ბოლომდე შევეწინააღმდეგებით, რა თქმა უნდა, უმრავლესობა ხელისუფლებას აქვს, მაგრამ ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი დაუჯდება. ჩვენი აქტივობა ამ წელს იქნება იმაზე დიდი, ვიდრე ეს იყო შარშან. ვაპირებთ რომ ხელისუფლების სრული იზოლაცია და მათი ბოლომდე დისკრედიტაცია მოვახდინოთ და ბოლომდე ჩამოვხსნათ,"- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს