კახა კალაძე - დღეს თუ საქართველოში მედიის შეზღუდვაა, მაშინ რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ

დღეს თუ საქართველოში მედიის შეზღუდვაა, მაშინ რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ? - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს Human Rights Watch-ის ანგარიშზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, „ვერავინ შეზღუდავს მედია პლურალიზმს და ვერავინ შეუშლის ხელს ტელევიზიის, სააგენტოების და პრესის არსებობას ხელს”.

„მედიის ქონა ან მედიაში მუშაობა არ ნიშნავს იმას, რომ თუ ადამიანი ჩადის დანაშაულს, მედიაში მუშაობა გამოიყენოს გარკვეულ ფარად. ეს კატეგორიულად მიუღებელია. თუ ვინმეს რაიმე დანაშაული აქვს, ყველამ უნდა აგოს კანონის წინაშე პასუხი და მედია ვერ იქნება ვერანაირი ფარი. ის, რომ თითქოს მედიის მუშაობა შეზღუდულია, ღიმილის მომგვრელია. თუ გადავხედავთ წინა წლებს, ამდენი მედია საშუალება არასდროს არ ყოფილა და ვერავინ ვერ შეზღუდავს მედია პლურალიზმს და ვერავინ შეუშლის ხელს ტელევიზიის, სააგენტოების და პრესის არსებობას ხელს”, - განაცხადა კალაძემ.

მან ასევე ისაუბრა ანგარიშის იმ ნაწილზე, რომელშიც საუბარია 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით.

„ის, რაც 20 ივნისს პარლამენტის შენობაში დაიწყო და რაც ყველამ ვიხილეთ, გავრილოვი იყო პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, რამაც ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეების. თუმცა, თუ რაში გადაიზარდა ეს ყველაფერი, არის იმ ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერის უპასუხისმგებლო ქცევა, რაც განცხადებებითაც ჩანს”,- აღნიშნა თბილისის მერმა.

ცნობისთვის, საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-მა ადამიანის უფლებების 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ „ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ ივლისში მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომელმაც „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებულ საქმეში სამართლიანი სასამართლოს გარანტიის დარღვევა ვერ აღმოაჩინა, საქართველოს მედიასივრცე შეარყია“.

ორგანიზაცია „ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვახტანგ წერეთლის მამის, ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებზეც საუბრობს.

„ხელისუფლებამ ბრალდებები წაუყენა კიდე ერთი დამოუკიდებელი და კრიტიკული მაუწყებლის, „ტვ პირველის“ დამფუძნებლის მამას, ავთანდილ წერეთელს. პროკურატურა გამოთქვამს ვარაუდს, რომ წერეთელი „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს 2008 წელს „უკანონო შემოსავლის“ სახით მიღებული 17 მილიონი აშშ დოლარის ლეგალიზებაში დაეხმარა. სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებმა ეს ნაბიჯი გააკრიტიკეს და დამოუკიდებელ და კრიტიკულ მაუწყებელზე ზეწოლის კიდევ ერთ მცდელობად შეაფასეს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო