პოლიციამ მეუღლეზე ძალადობის, თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით მამაკაცი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული ა.რ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალი ედება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობაში, თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეუღლეზე - 1983 წელს დაბადებულ ნ.ნ.-ზე სისტემატურად ძალადობდა.

„ასევე, დადგინდა, რომ ა.რ.-მ მეუღლეს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა, რის შემდეგაც ქალმა თვითმკვლელობა სცადა.

სამართალდამცველებისთვის მომხდარი ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ნ.ნ. საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 11 პრიმა 115-ე მუხლისა და 11 პრიმა 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო