ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, სექტემბრიდან ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან შრომითი უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული

შრომის უსაფრთხოების კუთხით, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან სექტემბრის თვიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული. ეს არ იქნება ბოლო ნაბიჯები, ვინაიდან მუშაობა გრძელდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ Human rights watch-ის ანგარიშის კომენტირებისას განუცხადა.

მისივე თქმით, 2022 წლამდე სამინისტრო დასახულ მიზნებსა და გეგმებს შეასრულებს.

"ჩვენ ვმუშაობთ შრომითი უსაფრთხოების კუთხით. მიმაჩნია, რომ სექტემბრის თვიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან შრომითი უსაფრთხოების კუთხით გადადგმული და ეს არ იქნება ბოლო ნაბიჯი, ვინაიდან მუშაობა გრძელდება და 2022 წლამდე ვფიქრობთ, რომ სრულად მოვიცავთ იმ მიზნებსა და იმ გეგმებს, რომელიც დასახულია", - განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ადამიანის უფლებების 2020 წლის ანგარიშშის თანახმად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა არასაკმარისად არეგულირებს სამუშაო საათებს, დასვენების დროს, კვირის განმავლობაში დასვენებას, ღამის სამუშაოს და მთავრობას არ აძლევს შრომის ყველა პირობის გაკონტროლების საშუალებას.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ სუსტი რეგულაციები და აქედან გამომდინარე შრომის პრაქტიკა, რომელიც ხშირად პრიორიტეტს წარმოების მიზანს ანიჭებს, ძირს უთხრის დასაქმებულების უსაფრთხოებას.

Human Rights Watch-ი წერს, რომ შრომის კანონთან დაკავშირებული ზოგიერთი ხარვეზის აღმოსაფხვრელად და შრომის ინსპექტირების გასაძლიერებლად ხელისუფლებამ საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში ამ ცვილელებზე დებატები, ჯერჯერობით, არ გამართულა.

თენგიზ ფხალაძე - პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთობაში უნდა არსებობდეს ზღვარი, რომლის იქითაც პროცესი არ უნდა წავიდეს, თუკი ეს ზღვარი წაიშალა, მძიმე შედეგს მივიღებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2020
ავთანდილ წულაძე - საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის სტრატეგიული მიზანი არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებაა