სანერგე მეურნეობების სერტიფიცირების თემაზე შეხვედრა გაიმართა

სანერგე მეურნეობების სერტიფიცირების თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი სანერგე მეურნეობების სერტიფიცირების ეროვნული სისტემის შესახებ ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის“ ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.

გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა დონორ ორგანიზაციებს საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების აქტიური მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ქვეყანაში სერტიფიცირებული სანერგე მეურნეობების არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

შეხვედრაზე სანერგე მეურნეობების ეროვნული სერტიფიცირების სისტემა და კონტროლის მექანიზმები განიხილეს და ეროვნული სერტიფიცირების სქემასა და სანერგე მეურნეობების კვალიფიკაციის საკითხებზე იმსჯელეს.

სამუშაო შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სახელმწიფოს სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ცნობისთვის, პროექტს „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის“ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს.

აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო