„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ სპეციალური სეზონური შეთავაზება ამოქმედდა

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ტრადიციული სეზონური შეთავაზებები გრძელდება. საქართველოში TOYOTA-ს პირველი ოფიციალური დილერი მომხმარებელს სპეციალური შეთავაზებით სარგებლობისთვის იწვევს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუს“„ტოიოტა ცენტრ თბილისიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილის მფლობელი ფიზიკური პირები, ზამთრის სეზონზე, ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეცვლას სპეციალურ ფასად შეძლებენ.

„სპეციალური შეთავაზებით სარგებლობა VITZ-ის, IST-ის და YARIS-ის მძღოლებისთვის 90 ლარად იქნება შესაძლებელი. Corolla-ს მფლობელები ძველ ზეთსა და ფილტრს ძრავის ახალი ორიგინალი ზეთითა და ფილტრით 100 ლარად შეცვლიან, Camry-ს, Prius-ის და RAV4-ის მძღოლებს კი ამ ტიპის მომსახურებას „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ 125 ლარად გაუწევენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ აცხადებენ, აქციის ფარგლებში შეთავაზებული ძრავის ზეთი და ფილტრები, ასევე სხვა ავტონაწილები არის გარანტირებულად უმაღლესი ხარისხის, ორიგინალი (იაპონური) წარმოების და დამზადებულია სპეციალურად ტოიოტას მარკის ავტომობილებისთვის.

„გარდა ამისა, „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ავტორიზებულ სერვისცენტრში ავტომობილების მფლობელებს მოემსახურებიან „ტოიოტას“ მიერ სერთიფიცირებული მაღალპროფესიონალი ტექნიკოსები, რომლებიც მომხმარებელს ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციასაც გაუწევენ.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ სპეციალური შეთავაზებით, რომელიც მხოლოდ ფიზიკურ პირებზე ვრცელდება, მომხმარებელი შეძლებს უმოკლეს დროში განაახლოს თავისი ავტომობილი და ამასთან ერთად, მაღალი ხარისხის მომსახურება მიიღოს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სპეციალური შეთავაზებით სარგებლობის მსურველებს შეუძლიათ მიმართონ „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ შემდეგ მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-20 კმ, 09:30-დან 18:00 საათამდე, დეტალური ინფორმაციისთვის კი დაუკავშირდენენ: 032 2511; 032 2 522 022; www.toyota-tbilisi.com „, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა