მამუკა მდინარაძე - მტერიც კი არ მიაყენებს ადამიანს შეურაცხყოფას შვილების თანდასწრებით - ანრი ოხანაშვილის ერთ-ერთ ბავშვს ფსიქოლოგის დახმარებაც კი სჭირდება

მე მქონდა კომუნიკაცია რამდენჯერმე ანრისთან და ერთ- ერთ ბავშვს ფსიქოლოგის დახმარებაც კი სჭირდება, იმდენად მძიმე მდგომარეობაშია,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ანრი ოხანაშვილთან დაკავშირებით, ბაკურიანში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი კუთხითაც მიმდინარეობს გამოძიება და თუ რაიმე დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

"მოსისხლე მტრები რომ ხვდებიან ერთმანეთს, საქართველოში ასე ხდება, თუ ცოლ- შვილთან ერთად არის ადამიანი, არ ერჩიან და ამაზე ლაპარაკიც კი არ ხდებოდა ხოლმე და ამ შემთხვევაში დანაშაულის გაუგონარი მოქმედებაა, რომ 2, 4 და 6 წლის ბავშვებთან ერთად, მის მამას აყენებ მძიმე შეურაცხყოფას და ამ ბავშვებს ემუქრები. მე მქონდა კომუნიკაცია რამდენჯერმე და ერთ- ერთ მათგანს ფსიქოლოგის დახმარებაც კი სჭირდება, იმდენად მძიმე მდგომარეობაშია ერთ- ერთი ბავშვი. წარმოიდგინეთ, რომ ამ დანაშაულზე თუ უდანაშაულობაზე უნდა ვილაპარაკოთ ერთი კვირის განმავლობაში. გაუგონარი სისასტიკეა და გაუგონარი დანაშაული.

რაზეც არის დაკავებული, ეს არის ადმინისტრაციული პატიმრობა. როგორც მაცნობეს, სისხლის სამართლის კუთხით, ცალკე მიდის გამოძიება, იქ თუ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები, შესაბამისი რეაგირება იქნება. ასეთი შემთხვევები რეაგირების გარეშე არასდროს უნდა დარჩეს, რომ ვერც მორალურად და ვერც კანონის წინაშე ვერავინ გაბედოს მსგავსი მარაზმატიკული ქმედებების ჩადენა. 2,4 და 6 წლის ბავშვებთან როცა არის ადამიანი, არასდროს მოსისხლე მტერიც კი არ იფიქრებდა, რომ შეურაცხყოფა მიეყენებინა,"- აღნიშნავს მამუკა მდინარაძე.

ამასთან, დეპუტატი ადასტურებს, რომ დაკავებული 2014 წლამდე „ქართული ოცნების“ რიგებში ირიცხებოდა, თუმცა, აღნიშნავს, რომ მას პირადი კვეთა ანრი ოხანაშვილთან არასდროს ჰქონია.

"მე წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის ეს ადამიანი. ზესტაფონში იყო 2014-ში, ახალგაზრდულში, შემდეგ რაღაც სხვა წარმოდგენები ჰქონდა პოლიტიკაზეც და დაძაბულობაც ჰქონდა ჩვენს წევრებთან და ამის შემდეგ ის "ქართულ ოცნებაში", როგორც მითხრეს, აღარ იყო. აღარ აქვს ამას მნიშვნელობა, როცა ასეთ ქმედებაზე მიდის ადამიანი. დღეს ის არის „ლელოს“ წარმომადგენელი და ვხედავთ, გამოდიან „ლელოს“ ხელმძღვანელები, მათ შორის მამუკა ხაზარაძე და იძახის, „ქართული ოცნების“ წევრი იყო და ეტყობა რაღაც პირადი კვეთა ჰქონდათო. ანრი ოხანაშვილს არანაირი პირადი კვეთა არ ჰქონია. უბრალოდ, პიროვნული გაღიზიანების, სიმთვრალის და იმის გამო, რომ „ლელოს“ წევრია და რაღაც ჰგონია თავი, მიაყენა მცირეწლოვან ბავშვებს მძიმე შეურაცხყოფა და დაემუქრა 2,4 და 6 წლის ბავშვებს,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ოჯახთან ერთად ვახშმობდა, რა დროსაც ერთ-ერთმა პირმა მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არ ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა