მამუკა მდინარაძე - დღეს ჩვენ მოვისმინეთ ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლების უნამუსო განცხადებები

ჩვენ დღეს მოვისმინეთ მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების უნამუსო განცხადებები ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

დეპუტატი ეხმიანება ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ქუთაისში, პარლამენტის შენობაში საპოლიციო ჰაბი აღარ განთავსდება და აცხადებს, რომ ახლა მიმდინარეობს შენობის შემოწმება, ხოლო შესაბამისი დასკვნების დადების შემდეგ გადაწყდება, მას რა ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს.

„მოდი, იქნება გვასწავლონ იმ თანხის მიახლოებული ამონაგები, რაც ქუთაისში, პარლამენტის შენობაში ჩადეს და რამდენიმე ასეული მილიონი ლარი, ნახევარ მილიარდთან მიახლოებული, როგორ უნდა წამოიღოს ამ შენობამ, რა გზით, რაციონალური როგორ იქნება? საპოლიციო ჰაბზე საუბარი ნამდვილად იყო, მაგრამ ეს წინადადება რაციონალურად არ და ვერ ჩაითვალა, ბევრი პრობლემაა ამ შენობაში, ამიტომ ახლა მიდის ამ შენობის შემოწმება, აუდიტორული დასკვნაც დაიდება, ექსპერტებისაც, ჰაერზეც კი პრობლემა იყო, სუნთქვა ჭირდა, ამიტომ გასარკვევია, იქ რა შეიძლება გაუმჯობესდეს, ამ დასკვნების დადების შემდეგ, ეკონომიკის სამინისტრო, რომლის ბალანსზეც გადავიდა ეს შენობა, მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩავერთვებით ამაში,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის შეფასებით, პარლამენტის თუ სხვა სახელმწიფო უწყებების ქუთაისში გადატანას თავისი გრძელვადიანი შედეგი ექნებოდა ქუთაისის განვითარებაზე და ქუთაისი, ისევე, როგორც საქართველოს ბევრი სხვა ქალაქი თუ სოფელი, დღეს არის მივიწყებული და ყოველგვარი განვითარების პერსპექტივის გარეშე დატოვებული. „ეს ბიძინა ივანიშვილის უკვე 8-წლიანი მართვის პირდაპირი შედეგია“, - აღნიშნა სამადაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

ცნობისთის, ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბი, შესაძლოა, აღარ განთავსდეს. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, პარლამენტის ყოფილი შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს აღარ გადაეცემა და ის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა, რაც სააგენტოს უწყებაში დაუდასტურეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა