რომან გოცირიძე - ქუთაისში, პარლამენტში პოლიციური ჰაბის შექმნა, სრული სისულელე იყო

გაჩერებული პროექტები აზიანებს ქვეყანას და ეს არის ახირება და დანაშაული, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ ქუთაისში, პარლამენტის შენობაში საპოლიციო ჰაბი აღარ განთავსდება.

დეპუტატი აღნიშნულზე მამუკა ხაზარაძის განცხადებასაც ეხმიანება და აცხადებს, რომ "ოღონდ ლონდონის ბირჟა საქართველოში გადმოვიდეს და ამ პარლამენტს დღესვე დაცლიან".

"8 წელიწადია გაჩერებულია რიყეზე დოქები, რომელიც შესულია მსოფლიოში თანამედროვე ხელოვნების ათეულში, ჯიუტად დგას და ინგრევა, დაუყოვნებლივ უნდა გადავიდეს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის სასახლეში, ვის რაში ჭირდება პრეზიდენტის ორი სასახლე, იხარჯება უზარმაზარი ფული მის გათბობაზე, შენახვაზე. კეთილი ინებონ და ამ ახირებას დაანებონ თავი, რაციონალურად გამოიყენონ ის სიმდიდრე რაც ქვეყანაში შეიქმნა ხალხის შრომით. რაც შეეხება ქუთაისში, პარლამენტში პოლიციური ჰაბის შექმნას, ეს იყო სრული სისულელე, არავის სჭირდება ამხელა შენობა, შეუფერებელია. რაც შეეხება საფონდო ბირჟის გახსნას, რომ იტყვიან, „თაფლი იყოს და ბუზი ბაღდადიდანაც მოვაო“, ნეტა ბირჟა იყოს(ეს არ არის ბირჟისთვის საუკეთესო ადგილი), ოღონდ ლონდონის ბირჟა საქართველოში გადმოვიდეს და ამ პარლამენტს დღესვე დავცლით", - აცხადებს რომან გოცირიძე.

როგორც ცნობილია, გასული წლის იანვრიდან საქართველოს პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში დაბრუნდა. როგორც დაანონსებული იყო, ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობა შსს-ს უნდა გადასცემოდა, სადაც ძალოვანი უწყება დასავლეთ საქართველოს რეგიონული საპოლიციო ჰაბის განთავსებას გეგმავდა.

ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის მშენებლობა 340 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა, ამ დროისთვის კი შენობა დაკონსერვებულია.

რასიმ მუსაბეკოვი  -  ის, რასაც პოსტსაბჭოთა სივრცეში სეპარატისტული „ბარდაკი“ ჰქვია, უნდა დასრულდეს
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯანულ-სომხურ დაპირისპირებაში  თურქეთი ჩაერევა, ასეთ შემთხვევაში ამ პროცესში რუსეთიც ჩაერთვება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.09.2020
გიორგი მელიქიძე - საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის შედეგი გამოიხატება მონაწილეებისათვის ადეკვატური პენსიით
წარმოების სრული ავტომატიზაცია - „გზაჯვარედინისა“ და BDO-ს პარტნიორობის წარმატებული ქეისი
ფინკა ბანკის მმართველ გუნდს ირაკლი ელაშვილი უხელმძღვანელებს
ჰიუნდაი ავტო საქართველო საშემოდგომო ფასდაკლებების აქციას იწყებს
"მადლიერების ჩიტი" ბატონ ჯემალ ჭკუასელს