სალომე ზურაბიშვილმა ლანჩხუთში მდებარე სამკერვალო საწარმო „ელსელემა" დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გურიის რეგიონში სტუმრობის ფარგლებში, ლანჩხუთში მდებარე სამკერვალო საწარმო „ელსელემა" დაათვალიერა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე განმარტებით, პრეზიდენტი სამკერვალოს საფეიქრო ინდუსტრიის მხარდაჭერის მიზნით ესტუმრა. „სამკერვალო კომპანია „ელსელემა“ ოცდახუთ წელზე მეტია ფუნქციონირებს და ლანჩხუთსა და თბილისში ორ ქარხანას აერთიანებს. სამკერვალო თანამშრომლობს ისეთ ცნობილ ბრენდებთან როგორებიცაა: „მონკლერი“ დ „კოტონი“.

ასევე კომპანია „ქამელეონთან" პარტნიორობით „ელსელემას“ შვეიცარიის პოლიციისათვის უნიფორმები, ჯავშანჟილეტები და შესაბამისი აქსესუარები აქვს შეკერილი. ამ ეტაპზე კომპანიაში დაახლოებით 150 ადამიანია დასაქმებული. ამჟამად ვითარდება ახალი მიმართულება - ბავშვის ქურთუკების წარმოება.

„გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან" (GIZ) თანამშრომლობა კომპანიას ევროკავშირის ბაზარზე შეღწევასა და დამკვიდრებაში ეხმარება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო