ვახტანგ რობაქიძე - ანრი ოხანაშვილს მივმართე, რომ იყო გამყიდველი და ქვეყნის მოღალატე, რის გამოც პოლიციაში დარეკა

ახალციხის სასამართლომ ვახტანგ რობაქიძეს, რომელმაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს ბაკურიანში შეურაცხყოფა მიაყენა, სამდღიანი პატიმრობა შეუფარდა.

როგორც ვახტანგ რობაქიძემ პროცესის დასრულების შემდეგ, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ანრი ოხანაშვილს გამყიდველი და ქვეყნის მოღალატე უწოდა და ამის გამო დააკავეს.

ანრი ოხანაშვილის პირადი პატიმარი ვარ... ანრი ოხანაშვილს მივმართე, რომ ის არის ქვეყნის გამყიდველი, მოღალატე და ამის გამო დარეკა პოლიციაში, დამაკავეს და მომისაჯეს სამი დღით თავისუფლების აღკვეთა. არ ვიცი, რატომ დარეკა პოლიციაში, ვერ აიტანა, რომ ვუთხარი ქვეყნის მოღალატე ხარ-თქო. რაც რეალურია ის ვუთხარი, მეტი არაფერი მითქვამს”, - განაცხადა რობაქიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ინცინდენტთან დაკავშირებით რობაქიძემ სასამართლო პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ოხანაშვილს კაფეში შესვლისას მიესალმა და გამოელაპარაკა, რის შემდეგაც სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. რობაქიძე აცხადებს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

„ვიცნობ დიდი ხანია ამ პიროვნებას და არ ვიცი, თვითონ რატომ თქვა, რომ არ მიცნობს. კაფეში ბავშვებთან ერთად შესვლის დროს მივესალმე და შემდეგ გამოველაპარაკე. ამის მერე წავედი, დავჯექი ჩემს მაგიდასთან, არანაირი ხელით შეხება არ ყოფილა, უბრალოდ სიტყვიერი შელაპარაკება მოგვივიდა ერთმანეთში. ეს ადამიანი ადგა და წავიდა. მერე მოვიდა პოლიცია. იმის მხრიდანაც იყო ჩემს მიმართ ხმამაღალი საუბარი. პოლიციას ვთხოვე, არაფერი მომხდარა და არ გადამიყვანოთ-თქო, ბოდიშს მოვუხდი ამისთვის. ამ პიროვნების მიმართ პროტესტი ჩემმა ნასვამობამ გამოიწვია“, - განაცხადა რობაქიძემ.

თავის მხრივ, მოსამართლე მარინა ჩიტაშვილმა პროცესზე ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებისას აღნიშნა, რომ ვახტანგ რობაქიძე წარსულში ხულიგნობისთვის არის ნასამართლევი, თუმცა, მას ნასამართლეობა გაქარწყლებული აქვს.

„173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განესაზღვროს ადმინისტრაციული პატიმრობა სამი დღე-ღამის ვადით. პატიმრობის ვადა აეთვალოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2020 წლის 14 იანვრის 19:47 წუთიდან და პატიმრობაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო. მოთავსდეს შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორში. დადგენილების გასაჩივრება 48 საათშია შესაძლებლი თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბორჯომის მაგისტრი სასამართლოს მეშვეობით.

სამი დღე-ღამის ვადით პატიმრობის შეფარდებისას გავითვალისწინეთ გარემოებები, მთვრალ მდგომარეობაში ყოფნა და სამართალდარღვევის ჩადენა. ასევე მხედველობაში მივიღეთ, რომ ეს პიროვნება წარსულში ნასამართლევი იყო. მართალია გაქარწყლებულია, მაგრამ გასათვალისწინებელია აუცილებლად, რომ ის მსგავსი კატეგორიის დანაშაულისთვის, ხულიგნობისთვის იყო ნასამართლევი. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისკენ არის მიდრეკილი. მაშინ ჯარიმა ჰქონდა განსაზღვრული, ამ შემთხვევაში კი, სასამართლომ ჩათვალა, რომ ჯარიმა ვერ შეასრულებდა ადმინისტრაციული სახდელის მიზნებს. დავაკელით დღეები იმიტომ, რომ ადგილი ჰქონდა აღიარებას და მონანიებას“, - განაცხადა მარინა ჩიტაშვილმა.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ოჯახთან ერთად ვახშმობდა, რა დროსაც ერთ-ერთმა პირმა მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არ ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო