რომან გოცირიძე ანრი ოხანაშვილის შეურაცხყოფის ფაქტზე - ხელისუფლებამ მსგავს ფაქტებზე რეაგირება უნდა მოახდინოს, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს შერჩევითად

სწორია, ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს მსგავს ფაქტებზე რეაგირება, ოღონდ ეს არ უნდა მოხდეს შერჩევითად, - ასე ეხმიანება ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე ჟურნალისტებთან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს.

გოცირიძის თქმით, ხელისუფლებამ ასეთივე სწრაფი რეაგირება უნდა მოახდინოს, მაშინ, როცა თავდასხმა ოპოზიციის წარმომადგენლებზე ხორციელდება.

"ნებისმიერი ძალადობა დასაგმობია, სიტყვიერი იქნება ეს, თუ ფიზიკური. რა თქმა უნდა, მასზე ყოველთვის უნდა ხდებოდეს სათანადო რეაგირება და კარგი იქნება თუკი, ოპოზიციის წინააღმდეგ,როცა ხდება აშკარა ძალადობა და არაერთხელ გვინახავს ეს , ასევე სწრაფად მოახდენს ხელისუფლება რეაგირებას, როგორც ეს მოხდა ამ შემთხვევაში. არაერთი შემთხვევა ვნახეთ, მათ შორის, პირდაპირ ეთერში, თუ როგორ სცემა ერთ-ერთმა ზონდერმა და დღემდე გამოუძიებელია ეს საქმე. შერჩევითი სამართლიანობა და საკუთარი მომხრეებისთვის ხელის დაფარება არის ცალკე დანაშაული და ეს დამახასიათებელია ამ მმართველობისთვის. უნდა დაიგმოს ყველა სახის ძალადობა ნებისმიერი ადამიანის მიმართ და კანონისმიერი რეაგირება უნდა მოხდეს. ერთის მხრივ პოლიციასა და ძალოვან სტრუქტურებს იყენებენ პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის და მეორე მხრივ მათ მიერ დაფინანსებულ და ორგანიზებულ ჯგუფებს და არაერთი შემთხვევა გვახსოვს, თუ რა მძიმე ტრავმა მიაყენეს ოპოზიციის წარმომადგენლებს. სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა იყო ამ ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი მთელი 7 წლის განმავლობაში და ძალიან ცუდია, რომ არ იძიებენ და არ რეაგირებენ ისევე სწრაფად მსგავს ფაქტებზე",- განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ოჯახთან ერთად ვახშმობდა, რა დროსაც ერთ-ერთმა პირმა მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არ ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო