ანრი ოხანაშვილი - 2012 წლამდე პოლიტიკა და სამართალი ერთმანეთში იყო არეული

ადვოკატები რა თქმა უნდა, მათთვის სასურველ სტრატეგიას აირჩევენ, გააკეთებენ მათ შორის, შესაძლოა პოლიტიკურ განცხადებებსაც, მათი მთავარი ამოცანაა ადამიანის გამართლება, ამიტომ ისინი სტრატეგიას ირჩევენ თუნდაც, ეს იყოს ფაქტებთან შეუსაბამო,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა გიორგი რურუას საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებების კომენტირებისას განუცხადა.

დეპუტატი ამბობს, რომ 2012 წლამდე სამართალი და პოლიტიკა ერთმანეთში იყო არეული, თავად კი პოლიტიკური შეფასების გაკეთებას მოერიდება, რადგან ბრალი სუბიექტურობაში არ დასდონ.

„უნდა ითქვას ის, რომ ეს არის მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე, პოლიტიკური შეფასებებისგან მე თავს შევიკავებ, ვინაიდან არ არის ჩემი კომპეტენცია პოლიტიკური შეფასებები ვაკეთო მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, ადვოკატები რა თქმა უნდა, აირჩევენ მათთვის სასურველ სტრატეგიას, გააკეთებენ მათ შორის, შესაძლოა პოლიტიკურ განცხადებებსაც მათი მთავარი ამოცანაა ადამიანის გამართლება, ამიტომ ისინი სტრატეგიას ირჩევენ თუნდაც, ეს იყოს ფაქტებთან შეუსაბამო. რაც შეეხება ამ საქმეს, მასთან მიმართებაში თქვენ გაქვთ საშუალება დააკვირდეთ პროცესებს, გამოძიება მიმდინარეობს, საქმე სასამართლოში წარიმართება და დაველოდოთ შედეგებს.

მესმის, რომ 2012 წლამდე პოლიტიკა და სამართალი იყო ერთმანეთში არეული, მაგრამ ჩვენი ვალდებულებაა მივცეთ საშუალება დაცვის მხარესაც და ბრალდების მხარესაც განახორციელონ საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებები, ეს არის მათი მოვალეობა, მე პოლიტიკურ შეფასებას ვერ გავაკეთებ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისათვის, გიორგი რურუამ სასამართლოს განჩინება შეასრულა და დნმ-ის ნიმუშის აღება ნებაყოფლობით მოხდა, თუმცა, როგორც რურუას ადვოკატი შალვა შავგულიძე ამბობს, გიორგი რურუამ ოქმში „ყველა ის უკანონობა დააფიქსირა, რაც გამოძიების ფარგლებში იქნა განხორციელებული".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა