ირაკლი ლექვინაძემ მსხვილი სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტების ბაზრის სექტორული მონიტორინგის ფარგლებში, წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, საკონსულტაციო შეხვედრას, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან კალანდაძე; ეკონომიკური კონკურენციის დაცვის დეპარტამენტის უფროსი, სლავა ფეტელავა; მსხვილი სავაჭრო ობიექტების 20-მდე წარმომადგენელი და მონიტორინგის პროცესში ჩართული სააგენტოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

„შესაბამის ბაზარზე, სუბიექტებთან თანამშრომლობის გაუმჯობესებისა და მონიტორინგის სრულფასოვნად წარმართვის მიზნით, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ინფორმაციის მიღების ეფექტიანი მექანიზმები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა