მამუკა არეშიძე - პუტინმა  პიარის მეთოდოლოგია გამოიყენა, თითქოს ახალი ძალის მოსვლით, რეფორმების პროცესი დაიწყო

პოლიტოლოგის, მამუკა არეშიძის შეფასებით, რუსეთში მთავრობის გადადგომა პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხრიდან პიარ-სვლაა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა მთავრობის გადადგომა იმისთვის გადაწყვიტა, რომ სოციალური გაღიზიანება ჩაეხშო და „ის უბედურება, რაც რუსეთს სჭირს, სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით, კონკრეტულ პირებს გადააბრალოს“.

„რუსეთის მთავრობის გადადგომა იყო პროგნოზირებადი. რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო აქტივობა ჩვეულებრივ ადამიანს აფიქრებინებს, რომ რუსეთს იმდენი რესურსი აქვს, რომ მას თავისუფლად შეუძლია მასშტაბური სამხედრო სამუშაოები აწარმოოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სინამდვილეში ეს ასე არ არის, რადგან რუსეთს აქვს ძალიან სერიოზული სოციალური პრობლემები და ეკონომიკის ზრდის უაღრესად დაბალი ტემპი.

იმ ფონზე, როდესაც აქვს უზარმაზარი შემოსავალი რუსეთს ენერგომატარებლების გაყიდვით, ეკონომიკის მდგომარეობა არის უაღრესად მძიმე. სოციალური უკმაყოფილების ხარისხი მატულობს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საპენსიო ასაკი გაზარდეს და პენსიები შეამცირეს, ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ პრეზიდენტმა გადაწყვიტა მთავრობის გადადგომა იმისთვის, რომ სოციალური გაღიზიანება ჩაეხშო და პიარის მეთოდოლოგია გამოიყენა, რომ თითქოს ახალი ძალის მოსვლით რეფორმების პროცესი დაეწყო და რომ მთელი ის უბედურება, რაც რუსეთს სჭირს, სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით, გადააბრალოს კონკრეტულ პირებს. ეს არის ჩვეულებრივი პიარ-სვლა“,- განაცხადა არეშიძემ.

ცნობისთვის, რუსეთის მთავრობა გადადგა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი მიზანშეწონილად მიიჩნევს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის გამოცხადებული წინადადებების ფონზე, მთავრობის სრული შემადგენლობა გადადგეს. ამის შესახებ მან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მინისტრთა კაბინეტს შორის შეხვედრის დროს განაცხადა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო