თენგიზ ფხალაძე - შეიცვლება, თუ არა რუსეთის კონსტიტუცია, არ ცვლის მოქმედი ხელისუფლების საგარეო პრიორიტეტებს, რომელშიც თავისუფალი, დემოკრატიული და განვითარებული საქართველოს არსებობა არ ჯდება

შეიცვლება, თუ არა რუსეთის კონსტიტუცია, არავითარ შემთხევაში არ ცვლის მოქმედი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, რომელშიც არ ჯდება თავისუფალი, დემოკრატიული და განვითარებული საქართველოს სახელმწიფოს არსებობა - ასე შეაფასა რუსეთში განვითარებული მოვლენები ექსპერტმა თენგიზ ფხალაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, ცვლილებები უფრო შიდა თემებისკენაა მიმართული, ვიდრე საგარეო პოლიტიკაში ცვლილებისკენ.

გარდა ამისა, როგორც ფხალაძე ამბობს, ცვლილებები ლეგალურად აძლევს პუტინს უფლებას ნებისმიერ საერთაშორისო ვალდებულებაზე, უცებ აღმოაჩინოს და თქვას, რომ მათ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და ამიტომ ვერ შესრულდება.

„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა არის ის, რომ რუსეთის კონსტიტუციას ენიჭება უპირატესი უფლება საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შედარებით. ანუ, ეს ნიშნავს, რომ თუკი საერთაშორისო ხელშეკრულება „აღმოჩნდება“ ან ვინმე აღმოაჩენს, რომ თურმე რუსეთის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება , რომელიც შეიძლება, ყოველდღიურად იცვლებოდეს, ეს საერთაშორისო ვალდებულება შეიძლება, არ შესრულდეს. რუსეთი ყოველთვის გაიმართლებს ამით თავს, რომ ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. რა თქმა უნდა, აღნიშნული ცვლილებები, ანუ, საპრეზიდენტოდან საპარლამენტოზე გადასვლა, გულისხმობს ძლიერ პრემიერ-მინისტრს და პუტინისთვის კიდევ ერთ შანსს ლეგალურად დარჩეს ხელისუფლებაში. მე არ მგონია, რომ ამ წუთას ჩვენთვის განსაკუთრებით იცვლებოდეს რამე, რადგან ვერ გეტყვით იმას, რომ რუსეთში დემოკრატიული ცვლილებებია მოსალოდნელი რეალურად განხორციელდეს“, - განაცხადა ფხალაძემ.

ცნობისთვის, რუსეთის მთავრობა გადადგა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი მიზანშეწონილად მიიჩნევს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის გამოცხადებული წინადადებების ფონზე, მთავრობის სრული შემადგენლობა გადადგეს. ამის შესახებ მან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მინისტრთა კაბინეტს შორის შეხვედრის დროს განაცხადა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა