ვარკეთილში, "ანას ბაღში" მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, სამშენებლო ტექნიკა შეიყვანეს

ვარკეთილში, "ანას ბაღში" მოსახლეობისა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების მიუხედავად, კომპანიის წარმომადგენლებმა ე.წ. ცოცხალი ჯაჭვისა და ძალის გამოყენებით ტექნიკის ტერიტორიაზე შეყვანა, მაინც მოახერხეს. ტერიტორიაზე სამშენებლო ტექნიკის შეყვანას ადგილობრივებისგან ტაში და შეძახილები: ,,მონებო” მოჰყვა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსთან” საუბრისას ადგილობრივმა, გიორგი ფხალაძემ განაცხადა კომპანიის წარმომადგენლებს ტექნიკის შეყვანა-გაყვანაზე პრობლემა ყოველდღიურად შეექმნებათ.

,,შეიყვანეს ტექნიკა ჭიდაობით, ხალხზე და ქალებზე ძალადობით და ახლა შევუქმნით პრობლემას ამ ტექნიკის გაყვანაში. დღესვე დაიცლება ეს მანქანა და ყოველდღე, ყოველი მანქანის შეყვანა-გაყვანაზე შეექმნებათ იგივე პრობლემა. როდემდე უნდა გვეჭიდაონ? ჩვენ არ დავიღლებით, აქ ვცხოვრობთ და ესენი დაიღლებიან. ჩვენ დაგვიჭირეს, დაგვსაჯეს, დაგვაჯარიმეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ გვეშინია და ბრძოლას განვაგრძობთ ბოლომდე”, - განაცხადა გიორგი ფხალაძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ "ანას ბაღთან" დაპირისპირება იყო, შეკრებილი მოსახლეობა მშენებლობის ადგილზე ტექნიკის შეყვანას აპროტესტებდა. მათი ნაწილი სამშენებლო ტექნიკას წინ გადაუდგა და გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა