ანა ნაცვლიშვილი - ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეში პროკურატურა დამოუკიდებელი რომ იყოს და პროფესიული თავმოყვარეობა ჰქონდეს, საბრალდებო დასკვნა ბუნებაში არ იარსებებდა

პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის ბრალდების საქმე შეისწავლა ორმა დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა: სახალხო დამცველის აპარატმა და არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლმა", რომელთა დასკვნით ირკვევა, რომ აღნიშნულ საქმეზე არანაირი დანაშაული არ იკვეთება.

"საქმის მასალების სრულყოფილი ანალიზის საფუძველზე გააკეთდა დასკვნა, რომ პროკურატურის პოზიცია და ბრალდება, რითიც ისინი ედავებიან მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთლის საქმეში სამ პირს, მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს, რომ აქ დანაშაულის ნიშნები, რასაც პროკურატურა ამ ადამიანებს ედავება, უბრალოდ არ არსებობს. შესაბამისად, ერთადერთი მოტივაცია, რაც შეიძლება იყოს, ეს არის პოლიტიკური მოტივაცია. ორივე დასკვნა, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურით შედგენილი დასკვნაა. საქართველოს კანონმდებლობა, ისევე როგორც მსოფლიოს ცივილიზებული სამართლის პრაქტიკები იცნობს სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტს. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ ორგანიზაციას, ექსპერტთა ჯგუფს, საქართველოს კანონმდებლობით უფლება აქვს დამოუკიდებლად აწარმოოს საქმის შესწავლა, საქმის სასამართლოში განხილვისა და მიმდინარეობის დროს თავისი დამოუკიდებელი აზრი მიაწოდოს სასამართლოს, რათა სასამართლოს წინაშე იყოს არამხოლოდ ბრალდებისა და დაცვის პოზიციები, არამედ მესამე, ნეიტრალური მხარის პოზიცია წარმოდგენილი", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა გამართულ ბრიფინგზე.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, იმ ფონზე, როცა ორი დამოუკიდებელი წყაროს მიერ გამოცემული ამგვარი დასკვნა არსებობს "ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეში" პროკურატურა რომ დამოუკიდებელი იყოს და ჰქონდეს პროფესიული თავმოყვარეობა საბრალდებო დასკვნა ბუნებაში არ იარსებებდა".

მისი თქმით, არც ერთი კომპეტენტური და კეთილსინდისიერი იურისტი ასეთ საბრალდებო დასკვნას ხელს არ მოაწერდა და საქმეს სასამართლოში არ წაიღებდა. ნაცვლიშვილის თქმით, ასეთ ვითარებაში მოსამართლეც საქმის განხილვას შეწყვეტდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს