დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმეზე დემოკრატებმა ახალი მტკიცებულებები წარადგინეს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმეზე დემოკრატებმა ახალი მტკიცებულებები წარადგინეს. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ახალი მტკიცებულებები უკრაინელი ბიზნესმენის ლევ პარნასის სატელეფონო ჩანაწერებსა და წერილებს ეფუძნება.

დემოკრატების მტკიცებით, მას ჯო ბაიდენის საქმესთან დაკავშირებით უკრაინელ მაღალჩინოსნებთან მუდმივი კონტაქტი ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის კონგრესმა ახლა იმპიჩმენტის ბრალდებების სენატში გაგზავნას უნდა უყაროს კენჭი.

შეგახსენებთ, გასული წლის 25 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტისთვის საჭირო ფორმალური პროცედურა დაიწყეს. ამის საფუძველი ტრამპისა და ვლადიმერ ზელენსკის შორის გამართული სატელეფონო საუბარი გახდა, სადაც ტრამპი ზელენსკის ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა. 4 დეკემბერს წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტის პროცედურის შესახებ 300-გვერდიანი ანგარიში გამოაქვეყნა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა