მინდა დავგმო დეპუტატ ანრი ოხანაშვილსა და მის მცირეწლოვან შვილებზე ვერბალური თავდასხმისა და შეურაცხყოფის ფაქტი,-ამის შესახებ სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.
ნინო ლომჯარიას შეფასებით, მსგავსი შემთხვევების შეფასების დროს, არავითარი „მაგრამ“ არ უნდა არსებობდეს.
"მინდა დავგმო დეპუტატ ანრი ოხანაშვილსა და მის მცირეწლოვან შვილებზე ვერბალური თავდასხმისა და შეურაცხყოფის ფაქტი. არავითარი "მაგრამ" არ უნდა არსებობდეს მსგავსი შემთხვევების შეფასების დროს, როდესაც საქმე საჯარო პირების ოჯახის წევრებს, მითუმეტეს მცირეწლოვნებს ეხება და მისასალმებელია, რომ პოლიტიკურმა ოპონენტებმაც მსგავსი პოზიცია დააფიქსირეს. პოლიტიკური პოლარიზების მიუხედავად, ჩვენ უნდა დავრჩეთ ადამიანებად და საზოგადოებად",-წერს ნინო ლომჯარია.
შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ოჯახთან ერთად ვახშმობდა, რა დროსაც ერთ-ერთმა პირმა მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არ ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.