დავით ჭიჭინაძე Human Rights Watch-ის ანგარიშზე - ის, რაც 20 ივნისიდან მოყოლებული "ქართულმა ოცნებამ" საზოგადოებას აკადრა, არ მგონია, ვინმეს მოწონება დაიმსახუროს

პარტია „ტრიბუნის“ დამფუძნებელი დავით ჭიჭინაძე საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის მიერ საქართველოსთან მიმართებით გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება და აცხადებს, რომ სხვაგვარ ანგარიშს არც ელოდა.

დავით ჭიჭინაძის თქმით, დოკუმენტში მოხვდა ყველა ის მოვლენა, რომელიც არა მარტო ოპოზიციის, არამედ საზოგადოების პროტესტსაც იწვევდა. მისივე განმარტებით, ხაზგასმულია, ყველა ის დარღვევა, ყველა ის მძიმე მოვლენა, რომელიც 2019 წელს საქართველოში ვითარდებოდა.

„აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა იმ ღირებულებებთან დასაშორებლად, რასაც ცივილიზებული სამყარო ატარებს. ამიტომ სხვანაირ ანგარიშს არც კი ველოდი, რადგან ის, რაც 2019 წლის 20 ივნისიდან მოყოლებული "ქართულმა ოცნებამ" საზოგადოებას აკადრა, არ მგონია, რომ ვინმეს მოწონება დაიმსახუროს.

თუმცა მსგავსი სიგნალების გათვალისწინება რომ ნდომოდა ხელისუფლებას, მის მიერვე მიღებულ გადაწყვეტილებას არ შეცვლიდნენ. არ ჩაიდენდნენ იმას, რაც გააკეთეს 20 ივნისის ღამეს. მსგავსი განცხადებები და მოწოდებები რომ გაითვალისწინონ, მათ ხელისუფლების დათმობა მოუწევთ.

საქართველოში არ გვინახავს, რომ ხელისუფლება ძალაუფლებას მისივე სურვილით თმობდეს, ყოველთვის ხალხის გადაწყვეტილებით, შეტევით ხდება ხელისუფლების დათმობა.

ამიტომ "ქართული ოცნება" ხალხის პასუხს 2020 წელს აუცილებლად მიიღებს“, - აცხადებს ჭიჭინაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა