ალეკო ელისაშვილი - კალაძის გარშემო დაჭერების სერია დაიწყება - ოპოზიციის ლიდერებს შეუთვალა, რომ „თქვენთან ვარ და თუ რამე, თქვენკენ გადმოვხტები“

კახა კალაძის გარშემო დაჭერების სერია დაიწყება. დაჭერებს პროკურატურა დაიწყებს და ამას რამდენიმე დღეში ვიხილავთ, თუ ვინმე დაუსრულებს პოლიტიკურ კარიერას კახა კალაძეს ეს , პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილი იქნება, - ამის შესახებ "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, თბილისის მერი კახა კალაძე „კორუფციაშია ჩაფლული“.

კახა კალაძის მენეჯერობის რა მოგახსენოთ, შეხედეთ სატრანსპორტო კოლაფსს , შეხედეთ ნაძვის ხეს, გაპუტული ქათამივით რომ არის, მილიონი გადაიხადა და ნაძვის ხეშიც კი ფულს რომ აკეთებს. ვარკეთილში, კორპუსშიც კი ფულს რომ აკეთებს ის და მისი მერიაც.

თუ დააკვირდით, ძალიან საინტერესო ამბავი იყო, კალაძე რომ გამოვიდა და თქვა, მოვუწოდებ გამგებლებს, სამსახურის უფროსებსა და მოადგილეებს, რომ კორუფციას გაეშვნენო. ეს შემთხვევითი ამბავი კი არ იყო. კალაძის გარშემო დაჭერების სერია დაწყება. მე კი არ დავიჭერ, მე კი არ ვარ მთავარი პროკურორი და სუს-ის ანტიკორუფციულის წარმომადგენელი. თუ ვინმე კისერს მოუგრეხს კახი კალაძეს ისევ ბიძინა ივანიშვილი იქნება და ეს დაიწყება დღედღეზე. მის გარშემო ძალიან ხმაურიან დაჭერების სერიას ვიხილავთ. კალაძე თვითონ არის აღვირახსნილ კორუფციაში ჩაფლული. ეს იქნება იტალიაში შესყიდვები, თუ სამშენებლო ბიზნესი და „არქი ჯგუფი“. კორუფციაში, თავიდან ბოლომდე, თვითონ არის ჩართული. ყველაფერში ფულს იღებს, რაშიც შეიძლება იღებდეს",-განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, კორუფციას არც ივანიშვილი ებრძვის და არც კალაძე, „უბრალოდ, ბიძინა ივანიშვილს კალაძის ფაქტორები აღიზიანებს".

„ჩემი ინფორმაციით, ბოლო დროს კალაძემ, (ჩემთან არა, იმიტომ რომ მე და მას განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს) ოპოზიციის სხვა ლიდერებს შეუთვალა, „რომ მე თქვენთან ვარ და თუ რამე თქვენსკენ გადმოვხტები“ და ა.შ.“, - განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, თუ ვის შეუთვალა კახა კალაძემ, ესეც გაირკვევა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა