თურქეთი „ვიკიპედიაზე“ დაწესებულ აკრძალვას აუქმებს

თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში „ვიკიპედიაზე“ წვდომის თითქმის სამწლიანი აკრძალვა გაუქმდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გასულ თვეში, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ აკრძალვა, რომელიც 2017 წლის აპრილიდან მოქმედებდა, გამოხატვის თავისუფლებას არღვევს.

თურქეთმა ვებსაიტი 2017 წელს დაბლოკა და ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ „ვიკიპედია“ უარს აცხადებდა წაეშალა კონტენტი, რომლის თანახმადაც თურქეთის ხელისუფლება ტერორიზმს უჭერდა მხარს. ვებსაიტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ისინი ცენზურის წინააღმდეგი იყვნენ და თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

იხილეთ ვიდეო: თურქეთი "ვიკიპედიაზე" დაწესებულ აკრძალვას აუქმებს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა