იდლიბის პროვინციაში ავიაიერიშებს 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სირიაში, იდლიბის პროვინციებში განხორციელებულ ავიაიერიშებს 18 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ სირიის ადამიანის უფლებების სადამკვირვებლო ორგანზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმა რუსული და სირიის მთავრობის კუთვნილი ბომბდამშენებით ალ-ჰალის ბაზარსა და ოდლიბის ინდუსტრიულ ზონაში განხორციელდა.

AFP-ის კორესპონდენტის ინფორმაციით, ინდუსტრიულ ზონაში რამდენიმე მანქანა დაიწვა და მძღოლები დაიღუპნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის ბავშვებიც არიან.

შეგახსენებთ, რომ კვირას ძალაში შევიდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, რომელიც მის მთავარ მოკავშირე ბაშარ ალ-ასადსა და თურქეთის მიერ მხარდაჭერილ აჯანყებულებს შორის გაფორმდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა