გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებს, სოფელ დიღომში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში დროებით შეეზღუდებათ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.

კომპანიის ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს 11:00-დან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს სოფელ დიღომში და მიმდებარე ტერიტორიაზე.

11:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგია გაეთიშებათ მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო