დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საბრალდებო მასალა სენატს გადაეცა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საბრალდებო მასალა სენატს გადაეცა. მასალა მოიცავს საბრალდებო დასკვნას, რომლის თანახმადაც ამერიკის პრეზიდენტს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში და კონგრესში მიმდინარე გამოძიების ხელის შეშლაში ადანაშაულებენ. დოკუმენტს ხელი ნენსი პელოსიმ მოაწერა.

„რა სამწუხაროა, რამხელა ტრაგედიაა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ პრეზიდენტის ქმედებები ძირს უთხრის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას, არღვევს თავის ფიცს და საფრთხეს უქმნის არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებას. ამ ყველაფერმა ჩვენ დღეს აქამდე მოგვიყვანა“, - განაცხადა ნენსი პელოსიმ დოკუმენტზე ხელის მოწერის შემდეგ და დასძინა, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი, მის მიერ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან განხორციელებული სატელეფონო ზარის გამო დაიწყო.

როგორც ცნობილი გახდა, ამერიკის პრეზიდენტი თავის უკრაინელ კოლეგას მისი პოლიტიკური მეტოქის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის, ჰანთერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას სთხოვდა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტი უკვე დაამტკიცა. ახლა საქმეს ამერიკის სენატი განიხილავს.

იხილეთ ვიდეო: დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის მასალა სენატს გადაეცა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს