გუდაურში ახალი სასტუმრო „გუდაური ლოჯი“ გაიხსნა

თბილისიდან 120 კილომეტრში, ზამთრის სწრაფად განვითარებად, სპორტულ კურორტ გუდაურში ახალი სასტუმრო „გუდაური ლოჯი“ გაიხსნა. პროექტი „თიბისის“ მხარდაჭერით განხორციელდა. გამორჩეული დიზაინის მქონე ski-in/ski-out ტიპის სასტუმრო, 4 კატეგორიის 121 კომფორტულ ოთახს აერთიანებს. სასტუმროს სკი დეპო დამსვენებლებს უმაღლესი ხარისხის ტექნიკურ სერვისსა და უახლესი სათხილამურო ინვენტარით მომსახურებას სთავაზობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს, ცნობილი ქართველი შეფ-მზარეულის, თეკუნა გაჩეჩილაძის რესტორანი „კულინარიუმ ხაშერია“ სტუმრებს, როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე ქართული კერძებით უმასპინძლებს. რესტორნის ტერასიდან, სადაც apres-ski ბარი მდებარეობს, კავკასიონის ულამაზესი ხედი იშლება.

მათივე ინფორმაციით, ნულოვან სართულზე დამსვენებლებს ლობი ბარი (სასმელებისა და წასახემსებლების მრავალფეროვანი არჩევანით), ენოთეკა (150-ზე მეტი დასახელების უნიკალური ქართული ღვინის კოლექციით) და Concept Store მოემსახურება.

„მთიდან დაბრუნებისას სტუმრებს საშუალება ექნებათ დაისვენონ სპა ცენტრში, სადაც ისარგებლებენ მასაჟის ოთახებით, აუზით, ღია ჯაკუზითა და კეთილმოწყობილი სპორტული დარბაზით.

„თიბისისთვის“ მნიშვნელოვანია რეგიონებში კორპორაციული კლიენტების მხარდაჭერა და განსაკუთრებით ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის ხელშეწყობა. „თიბისის“ ჯამური ინვესტიციის მოცულობა ტურიზმის სექტორში, კერძოდ, სასტუმროების დაფინანსების მიმართულებით, 800 მილიონ ლარს შეადგენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა