NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 82%-სთვის მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, მისაღებია

NDI-ის კვლევის თანახმად, რომელიც საზოგადოების განწყობას შეეხება და 2019 წლის დეკემბრის გამოკითხვის შედეგებს ასახავს, ევროკავშირსა და ნატო-ს მხარდაჭერის ნაწილში, აღნიშნულია, რომ გამოკითხული მოსახლეობის 82%-სთვის საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, მისაღებია. ამ კითხვაზე გამოკითხულთა 10%-მა უპასუხა, რომ მიუღებელია, ხოლო 8%-მა აირჩია პასუხი: „არ ვიცი“.

კითხვაზე: „მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი?“ გამოკითხულთა 74%-მა დადებითი პასუხი გასცა, მაშინ, როდესაც ამას მიუღებლად მათი 14% თვლის. 11%-მა კი განაცხადა, რომ არ იცის.

იხილეთ ვიდეო: NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 82%-სთვის მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, მისაღებია

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო