NDI-ის გამოკითხულთა 34-34%-ს პოლიტიკოსებიდან დადებითი დამოკიდებულება დავით ბაქრაძის და კახა კალაძის მიმართ აქვთ

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 34-34%-ს პოლიტიკოსებიდან დადებითი დამოკიდებულება დავით ბაქრაძის და კახა კალაძის მიმართ აქვთ. უარყოფითი დამოკიდებულება კახა კალაძის მიმართ გამოკითხულთა 22-მა პროცენტმა გამოხატა, დავით ბაქრაძის მიმართ კი, 21%-მა. კახა კალაძის შემთხვევაში 36% ამბობს, რომ მის მიმართ არც დადებითი და არც უარყოფითი დამოკიდებულება არ აქვს, 4% აღნიშნავს, რომ არ სმენია მის შესახებ, 5% ამბობს, რომ არ იცის დადებითი დამოკიდებულება აქვს მის მიმართ თუ უარყოფითი. კვლევის თანახმად, დავით ბაქრაძის მიმართ 35%-ს არ აქვს არც დადებითი და არც უარყოფითი დამოკიდებულება, 5% ამბობს, რომ არ სმენია მის შესახებ, 5% ასევე აღნიშნავს, რომ არ იცის დადებითი დამოკიდებულება აქვს თუ უარყოფითი.

ამავე კვლევის თანახმად, ბიძინა ივანიშვილს დადებითად 17% აფასებს, მის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას კი გამოკითხულთა 49% გამოხატავს. 29% ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ არც დადებითი და არც უარყოფითი დამოკიდებულება არ გააჩნია, 1% აღნიშნავს, რომ არ სმენია მის შესახებ, 4% კითხვაზე დადებითი დამოკიდებულება აქვს მის მიმართ თუ უარყოფითი, ამბობს, რომ არ იცის;

კვლევის თანახმად, პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ დადებითი დამოკიდებულება გამოკითხულთა 27% -ს აქვს, მას უარყოფითად 34% აფასებს. 30% ამბობს, რომ არც დადებითი და არც უარყოფითი დამოკიდებულება არ გააჩნია, 5% აღნიშნავს, რომ არ სმენია მის შესახებ, 4% კი კითხვაზე დადებითი დამოკიდებულება აქვთ მის მიმართ თუ უარყოფითი პასუხობს, რომ არ იცის.

კვლევის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს გამოკითხულთა 26% დადებითად აფასებს, 39% მის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს, 29 %-ს მის მიმართ არც დადებითი და არც უარყოფითი დამოკიდებულება არ აქვს, 1% ამბობს, რომ არ სმენია მის შესახებ. 4% კი კითხვაზე დადებითი დამოკიდებულება აქვს მის მიმართ თუ უარყოფითი, პასუხობს, რომ არ იცის.

სალომე ზურაბიშვილის მიმართ დადებით დამოკიდებულებას გამოკითხულთა 13% გამოხატავს, უარყოფითი დამოკიდებულება 49%-ს აქვს, 33 % ამბობს, რომ არც დადებითი და არც უარყოფითი დამოკიდებულება არ აქვს მის მიმართ.

გამოკითხვის თანახმად, შალვა ნათელაშვილს დადებითად გამოკითხულთა 29% აფასებს, უარყოფითად - 25%, 36% ამბობს, რომ მის მიმართ არც დადებითი და არც უარყოფითი დამოკიდებულება არ გააჩნია, 5% ამბობს, რომ არ სმენია მის შესახებ, 5% პასუხად კითხვაზე ამბობს, რომ არ იცის როგორი დამოკიდებულება აქვს.

გამოკითხულთა 20% აფასებს დადებითად ალეკო ელისაშვილს და ასევე, 20% უარყოფითად.

გამოკითხულთა 19% დადებითად აფასებს ელენე ხოშტარიას, 26% - უარყოფითად; შალვა შავგულიძეს დადებითად გამოკითხულთა 15% აფასებს და 19% - უარყოფითად; თამარ ჩუგოშვილს დადებითად გამოკითხულთა 12% აფასებს, ხოლო უარყოფითად - 20%, დავით უსუფაშვილს 18% დადებითად აფასებს, 26% - უარყოფითად; გიორგი ვაშაძეს 19% დადებითად აფასებს, 30% - უარყოფითად; ლევან ხაბეიშვილს 8% აფასებს დადებითად, 19% - უარყოფითად; ხათუნა სამნიძეს 4% დადებითად აფასებს, 16% - უარყოფითად; გიგი წერეთელს 15% დადებითად აფასებს, 28% - უარყოფითად; მამუკა მდინარაძის მიმართ დადებითი დამოკიდებულება გამოკითხულთა 14%-მა პროცენტმა გამოხატა, 29%-მა კი უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა. სალომე სამადაშვილი გამოკითხულთა 11-მა პროცენტმა შეაფასა დადებითად, 26-მა უარყოფითად. გია ვოლსკის მიმართ გამოკითხულთა 16 პროცენტი აფიქსირებს დადებით დამოკიდებულებას, ხოლო 32% უარყოფითს. 16% აფასებს არჩილ თალაკვაძეს დადებითად, 32% - უარყოფითად; ირმა ინაშვილს 18% აფასებს დადებითად, 35% უარყოფითად; ნინო ბურჯანაძეს 17% აფასებს დადებითად, 35% - უარყოფითად; გრიგოლ ვაშაძეს 20% აფასებს დადებითად, 38% - უარყოფითად; ნიკა მელიას 19% აფასებს დადებითად, 37% - უარყოფითად; გიგი უგულავას 16% აფასებს დადებითად, 38% - უარყოფითად; ზურაბ ჯაფარიძეს 8% აფასებს დადებითად, 39 - უარყოფითად; ეკა ბესელიას 10% აფასებს დადებითად, 41% კი უარყოფითად აფასებს.

კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. სულ პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 2 180 პირი გამოკითხეს.

საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,9%-ია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს