ბრაზილიის მკვიდრი მოსახლეობა ტომობრივ შეკრებებს იწყებს, რათა მთავრობის პოლიტიკას დაუპირისპირდნენ

ბრაზილიის მკვიდრი ტომების ლიდერებმა ოთხდღიანი ტომობრივი შეკრება დაიწყეს, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ მემარჯვენე პრეზიდენტის, ჯაირ ბოლსონაროს მოთხოვნებს, რომ მათი დაცული ტერიტორიები კომერციული სამთო სამუშაოებისთვის და სოფლის მეურნეობისთვის გამოიყენონ.

მედიის ცნობით, ბოლსონეროს პრეზიდენტობის შემდეგ, ტომების მიწებს არალეგალურად ეუფლებიან, რაც ტყის გაკაფვას, ხანძრებსა და შეტაკებებს იწვევს. გარემოს დამცველები შიშობენ, რომ ბოლსონეროს პოლიტიკა მსოფლიოს ყველაზე დიდი ტროპიკული ჯუნგლების განადგურებას გამოიწვევს, რაც თავის მხრივ უმძიმესად აისახება კლიმატის ცვლილებებზე.

„სიმდიდრე, რომელზეც ბოლსონერო საუბრობს, არის თეთრი ადამიანების სიმდიდრე, მანქანები, თვითმფრინავები და რანჩოები. ჩვენი სიმდიდრე ტყეებსა და მდინარეებშია“,-განაცხადა ერთ-ერთი ტომის ლიდერმა მეგარონ თქსუქარამაემ „როიტერსთან“ საუბარში.

გაზეთ O Globo-ს ცნობით, ბრაზილიის მთავრობა ამაზონის ჯუნგლებში არა მხოლოდ სამთო სამუშაოებს, არამედ ნავთობისა და გაზის მოპოვების სამუშაოებს გეგმავს. მათივე ინფორმაციით, მიწებზე ჰიდტროელექტროსადგურების და კომერციული ფერმების მოწყობაც იგეგმება, სადაც ტომთა მიწებზე კანონით აკრძალულ, გენეტიკურად მოდიფიცირებულ მარცვლეულს დათესავენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა